ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის“

ღონისძიებები

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფ. პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის (ნაზარლების ნაქალაქარში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შუქზე)“.

მომხსენებელი ისაუბრებს ნაქალაქარში აღმოჩენილი სამლოცველოს განძში შემავალ ბრინჯაოს მახვილის იმიტაციების სავარაუდო ფუნქციაზე.

დრო: 12 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები