ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია ენერგეტიკის გეოპოლიტიკურ საკითხებზე

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აღმრადუ ჰორუმბა წაიკითხავს ლექციას თემაზე „სამხრეთის გაზის დერეფანი და მოვლენები კასპიის და შავი ზღვის აუზებში – წარსული, აწმყო და მომავალი“.
მომხსნებელი განიხილავს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, სატრანზიტო სტრატეგიულ პროექტებს და მათ გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ ურთიერთობებს. ლექციის დასასრულს გაიმართება კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 22 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები