ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ენერგეტიკა ეკონომიკის ფუნდამენტია“

ღონისძიებები

5 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ მაია მელიქიძის საჯარო ლექციაზე: „ენერგეტიკა ეკონომიკის ფუნდამენტია“.

მომხსენებლის შესახებ

მაია მელიქიძე ჰარვარდის ბიზნესსკოლის გლობალური სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულების კურსდამთავრებულია. მისი აკადემიური განათლება ასევე მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალიზაციასა და საერთაშორისო კორპორატიულ სამართალს. 2017 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია.

2004 2016 წლებში მაია მელიქიძე კერძო სექტორში იყო დასაქმებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა  საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst & Young-ის უფროს აუდიტორად, სს „საქართველოს ბანკის“ საგადასახადო ანალიტიკოსად, სს „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად. 

მაია მელიქიძე ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში. ის კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 5 ივლისის 15:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/7tDUGop9eqF79qTC9

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 17:50 საათი

დრო: 5 ივლისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები