ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე „ევროკავშირი და მისი სამეზობლო“

დისკუსიები

25 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  Erasmus + Jean Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking to ‘Europe’ at the periphery) ფარგლებში გაიმართება შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტისა (თურქეთი) და პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორების ბაშაკ ზეინეფ ალფანისა და მირუნა ბუტნარუ-ტრონკოტას საჯარო ლექცია-დისკუსია. მომხსენებლები ისაუბრებენ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროპეიზაციის გამოწვევებზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

პროფესორი ბაშაკ ზეინეფ ალფანი ისაუბრებს თურქეთის მიგრაციულ კრიზისსა და პოლიტიკურ ელიტაში საზღვრებთან დაკავშირებულ ნარატივებსა და პრაქტიკაზე, ყურადღებას გაამახვილებს საზღვრების უსაფრთხოების საკითხის მიმართ ევროკავშირის მიდგომასა და ამ თვალსაზრისით თურქეთისადმი ამ უკანასკნელის დამოკიდებულებაზე.

პროფესორი მირუნა ბუტნარუ-ტრონკოტა ისაუბრებს ევროკავშირის მიდგომაზე ახალი ქვეყნების გაწევრების მიმართ, მათთვის წაყენებულ პირობებსა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში წინა დიდი გაფართოებების (2004 და 2007 წლები) შედეგად ნასწავლ გაკვეთილებზე, ასევე შეეხება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლის თემას და ისაუბრებს, რა გავლენა აქვს ამ პროცესს ევროკავშირის დამოკიდებულებაზე წევრობის ამჟამინდელ კანდიდატთა მიმართ.

ლექციას მოდერაციას გაუწევენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები გიორგი გვალია და დავით აფრასიძე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2023 წელი

ბანერები