ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია-დისკუსია „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის როლი აუტიზმის მართვაში“

ღონისძიებები

6 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის როლი აუტიზმის მართვაში“.

ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (CPLOL) ყოველწლიურად 6 მარტს აღნიშნავს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს. ღონისძიების მიზანია კომუნიკაციის, ყლაპვისა და კვების დარღვევების დროს ენისა და მეტყველების თერაპევტის როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

2019 წლის თემად აუტიზმის სპექტრის დარღვევა გამოცხადდა. ამ დღეს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტები გაერთიანდებიან, რათა სამუშაო შეხვედრების, ტრენინგებისა და კონფერენციების დახმარებით საზოგადოებას გააცნონ აუტიზმის სპექტრის დარღვევის დროს ენისა და მეტყველების თერაპევტების ფუნქცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია წელს პირველად უერთდება 6 მარტის აღნიშვნას.
შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის“ სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტები პროგრამის შედეგებს შეაჯამებენ.

დაწვრილებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხ. ბმულში

დრო: 6 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები