


საჯარო ლექცია-დისკუსია: 1921 წლის თებერვალი-მარტი. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
ღონისძიებები
24 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: „1921 წლის თებერვალი-მარტი. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“. მოწვეულ სტუმართა შორის იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, შვილიშვილი - რეჯებ ჟორდანია. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები.
საჯარო ლექცია-დისკუსიას გაუძღვებიან ისტორიკოსები: მიხეილბახტაძე, დიმიტრი სილაქაძე, ბექა კობახიძე და ლაშა ბაქრაძე.
განრიგი და თემატიკა:
მომხსენებელი: დიმიტრი სილაგაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტიპენდიანტი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე:„საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“.
თემა: ქართული არმიის შეიარაღება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომში, ფოტოპრეზენტაცია
მომხსენებელი: მიხეილ ბახტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
თემა: რა შეცდომები იქნა დაშვებული 1921 წლის 11-16 თებერვალს, სწორი იყო თუ არა გენერალ გიორგი კვინიტაძის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა თბილისი. შეიძლებოდა თუ არა ოკუპაციის თავიდან აცილება.
მომხსენებელი: ბექა კობახიძე - ისტორიის დოქტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი
თემა: საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ოკუპაციის წინ
მომხსენებელი: ლაშა ბაქრაძე - პროფესორი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი
თემა: კოკარდა სამფეროვანი ქართული დროშის ფერებში სპეციალურად დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცრებისთვის - ისტორია და პრეზენტაცია
დრო: 24 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.