ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „რა არის და რა არ არის ჟესტური ენა"

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 11 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „რა არის და რა არ არის ჟესტური ენა".

ლექციას გაუძღვება ზაგრების უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარინა მილკოვიჩი.

შეხვედრა განკუთვნილია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროსა და ლინგვისტიკაში მომუშავე ადამიანებისათვის, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 5 დეკემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები