ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია და დისკუსია: „ნარკოტიკები, ნენსი რეიგანი და კლინტ ისტვუდი. ძველი ახალი შეცდომები პრევენციაში“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და დავით ოთიაშვილი გამართაენ საჯარო ლექციასა და დისკუსიას თემაზე: „ნარკოტიკები, ნენსი რეიგანი და კლინტ ისტვუდი. ძველი ახალი შეცდომები პრევენციაში“.

მომხსენებლები ისაუბრებენ არალეგალური ნარკოტიკების პრევენციის გახმაურებულ მედიაკამპანიებსა და მათ შედეგებზე, მტკიცებულებით მეთოდებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე წამალდამოკიდებულების თავიდან აცილების საქმეში; იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა საქართველოს სოციოპოლიტიკური კონტექსტი დღეს ამ თვალსაზრისით.

ღონისძიება იმართება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის კომპონენტის „ნივთიერებადამოკიდებულების, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია“, ფარგლებში. კომპონენტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ახორციელებს ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

დრო: 19 დეკემბერი, 19:00 საათი

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები