ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ჩინური კარტის გათამაშება“? – აი ვეივეის პოლიტიკური ესთეტიკა და ესთეტიზებული პოლიტიკა“

ღონისძიებები

28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნობის დოქტორი, ნინო სიმონიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ჩინური კარტის გათამაშება“? – აი ვეივეის პოლიტიკური ესთეტიკა და ესთეტიზებული პოლიტიკა“.

თემის მოკლე აღწერა

თანამედროვე გლობალური არტინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, ჩინელი ხელოვანისა და პოლიტიკური აქტივისტის, აი ვეივეის, როგორც დევნილი დისიდენტისა და პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი შემოქმედის, საზოგადოებრივი იმიჯი დასავლური მედიის პოლიტიკური კონიუნქტურითაა შექმნილი და ევროპაცენტრული პერსპექტივიდან დანახული ხელოვნებათმცოდნეობითი შეფასების პროდუქტია. რამდენად ობიექტურია აი ვეივეის, როგორც დასავლური ვიზუალური ესთეტიკის იმიტატორის, შეფასება, რომელიც დასავლურ მომხმარებელზე და არტბაზარზე ორიენტირებულ ეგზოტიკურ პროდუქტს ქმნის?

მოხსენების მიზანია, გააანალიზოს, თუ რა იცვლება, როდესაც აი ვეივეი, როგორც ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, არსებული სტერეოტიპის მიღმა, პოსტკოლონიალური, პოსტსოციალისტური და საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ჩინეთისა და დასავლეთთან მისი წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ფონზე განიხილება? როგორ იყენებს იგი პოლიტიკური და ინდივიდუალური ტრანსფორმაციის პროცესში კულტურულ მეხსიერებას, სოციალურ პლატფორმასა და აღმოსავლური ესთეტიკის კომპლექსურ სიმბოლოთა სისტემას თავისი შემოქმედების მთავარი ლაიტმოტივის – ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილთა და მიგრაციის პრობლემების ორიგინალურ ვიზუალურ ადექვატში პროეცირებისას?  

დრო: 28 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.  

ბანერები