ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების შესახებ

ღონისძიებები

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონიის ცენტრის ინიციატივით გაიმართება ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების ცნობილი იაპონელი სპეციალისტის, ცუკამოტო მაკის საჯარო ლექცია ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების შესახებ

ცუკამოტო მაკის დამთავრებული აქვს კიოტოში, დაიკაკუჯის ბუდისტურ ტაძართან არსებული საგას პროფესიული სკოლა, რომელიც იაპონიაში ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება. ლექციაზე საუბარი იქნება ურასენკესა (ჩაის ცერემონიის სამი მთავარი მიმდინარეობიდან ერთ-ერთი) და იკებანას ხელოვნებაში საგა-გორიუს მიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებელი ლექციის დროს მოამზადებს იკებანას ნიმუშებს და მსურველებს ჩართავს თაიგულების მომზადების პროცესში.

ლექციის ენა: იაპონური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 3 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

ბანერები