ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია - ასტრონომია - დედამიწის მსგავსი პლანეტები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი იწყებს საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტს „სამყაროს ინჟინერია“. 

პროექტის ფარგლებში 17 მაისს, შაბათს,  16:00 საათზე გაიმართება პირველი საჯარო ლექცია „ასტრონომია - დედამიწის მსგავსი პლანეტები“. ლექციას წაიკითხავს ილიაუნის ლექტორი გიორგი ჯავახიშვილი.

ლექციის ენა იქნება სამეცნიერო, მაგრამ პოპულარული - გათვლილი მრავალფეროვან აუდიტორიაზე.

პროექტის შესახებ ინფორმაცია და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ლექციებზე  ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 17 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის #32)
დასწრება თავისუფალია

ბანერები