ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „არისტოტელეს ქართულენოვანი რეცეფცია“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი და ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე წაიკითხავენ მოხსენებას: „არისტოტელეს ქართულენოვანი რეცეფცია“.

პროექტი გულისხმობს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული არისტოტელეს ტექსტის „პერი ჰერმენეიას" ქართულენოვანი კომენტირებული თარგმანის კრიტიკული გამოცემის მომზადებას. არისტოტელეს ამ ტექსტმა (ქართული თარგმანით „განმარტებისათვის“) უმნიშნელოვანესი როლი ითამაშა ენის ფილოსოფიისა და ენის თეორიის განვითარებაში. ფილოსოფიური ტრადიცია იცნობს მასზე შექმნილ არაერთ კომენტარს. აღსანიშნავია ბოეციუსის მიერ დაწერილი „პერი ჰერმენეიას“ ორი კომენტარი. პროექტის ფარგლებში იგეგემება არსებული მანუსკრიპტების საფუძველზე ტექსტის ქართულენოვანი კომენტარის დადგენა და მისი ფილოსოფიური ანალიზი, რაც დაეფუძნება ქართულენოვანი კომენტარის შედარებას „პერი ჰერმენეიას“ ლათინურენოვან კომენტარებთან.


დრო: 19 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები