ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ჯონ ფორტიეს საჯარო ლექცია: არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში

ღონისძიებები

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საჯარო ლექციას წაიკითხავს პროფესორი ჯონ ფორტიე.

ლექციის თემა: არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი ფორტიე BPC's Democracy Project-ის დირექტორი და ბოსტონის კოლეჯის მეცნიერებათა დოქტორია პოლიტიკის მეცნიერებაში. იგი სხვადასხვა დროს ასწავლიდა ბოსტონის კოლეჯში, პენსილვანიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. 

აშშ-ის საარჩევნო სისტემის სპეციალისტი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომის მფლობელი, ჯონ ფორტიერი, ბიპარტიზანული პოლიტიკური ცენტრის (BPC) დემოკრატიული პროექტის  დირექტორია. მანამდე ის იყო ასპირანტი მკვლევარი ამერიკის სამეწარმეო ინსტიტუტში, „AEI-Brookings“-ის საარჩევნო რეფორმის მთავარი კონტრიბუტორი, სამთავრობო ორგანიზაციის „Continuity of Government Commission“ აღმასრულებელი დირექტორი და პროექტ-მენეჯერი; ასევე, ასრულებდა ამერიკის დემოკრატიის შესწავლის ცენტრის დირექტორის მოვალეობას კენიონის კოლეჯში.

ფორტიერი არის ავტორი წიგნისა „დაუსწრებელი ხმის მიცემა და ვადამდელი არჩევნები: ტრენდები, დაპირებები და რისკები“ (‘Absentee and Early Voting: Trends, Promises and Perils’ ), ავტორი და რედაქტორი გამოცემებისა: „მეგზური საარჩევნო კოლეჯისკენ“ („After the People Vote: A Guide to the Electoral College“), თანარედაქტორი „მეორე საპრეზიდენტო ვადა: როგორ მართავდა ჯორჯ ბუში ქვეყანას“ („Second Term Blues: How George W. Bush Has Governed“), და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ჯონ ფორტიერი ჟურნალში „The Hill and Politico“ გამოქვეყნებული პოლიტიკური სტატიების მიმომხილველი და არჩევნებსა და სამთავრობო დაწესებულებებთან დაკავშირებული სტატიების რეგულარული კომენტატორია. კითხულობს ლექციებს კენიონის და ბოსტონის კოლეჯებში, პენსილვანიის ჰარვარდისა და დელავერის უნივერსიტეტებში.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 21 ოქტომბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები