ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ანტონიო ვივალდის მუსიკალური ენა"

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, პარასკევს, 19.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება უნივერსიტეტის დოქტორანტის, თეა მუქერიას საჯარო ლექცია „ანტონიო ვივალდის მუსიკალური ენა". 

მომხსენებლის შესახებ
თეა მუქერია წლების განმავლობაში რადიოს „მუზა“ წამყვანი, პროდიუსერი და ჩაწერების კოორდინატორი იყო. ამ პერიოდში უძღვებოდა გადაცემას „ბაროკოს მუსიკა“. ამჟამად თეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტია. მისი სადისერტაციო თემა ბაროკოს პერიოდის მუსიკას ეხება. თეა ასევე საქართველოს სინფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია და აქტიურად მონაწილეობს „თბილისის ბაროკო ფესტივალის" ორგანიზებაში.


დრო: 18 ოქტომბერი, 19.30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები