ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „აკადემიური ჟურნალები, ციტირების ინდექსი და აქტიური აკადემიური პროფილის მართვა“

ღონისძიებები

7 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექცია/სემინარზე: „აკადემიური ჟურნალები, ციტირების ინდექსი და აქტიური აკადემიური პროფილის მართვა“. 

სემინარს გაუძღვება დოქტორი არჩილ ჩოჩია, პოლონელი მეცნიერის, ორგზის ნობელის ლაურეატ მარი სკლადოვსკა-კიურის მკვლევარი  (ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი). 

სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი არჩილ ჩოჩია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (ტალტექი) 2009 წლიდან თანამშრომლობს. იგი არის ტალტექის იურიდიული სკოლის მკვლევარი და სადოქტორო სკოლის კოორდინატორი, ასევე აკადემიური ჟურნალის Baltic Journal of European Studies რედაქტორი; 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. წინა პერიოდში სწავლობდა სკრანტონის უნივერსიტეტში, აშშ-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 50-ზე მეტი ჟურნალის, წიგნის თავისა და საკონფერენციო მოხსენების ავტორია. მისი კვლევითი ინტერესებია: იურისპრუდენცია და ტექნოლოგიები, ეთიკის საკითხები, ევროკავშირის კვლევები, ევროინტეგრაცია.

****

ღონისძიება ტარდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის „Shadow: ჩრდილოვანი ეკონომიკისა და პრაქტიკების კვლევა ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში“ ევროკავშირის მარი სკლადოვსკა კურის ინოვაციური ტრენინგების ქსელის პროგრამის (MSCA-RISE-2017) ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 7 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები