ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“

ღონისძიებები

6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში პროექტის „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ფარგლებში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორის, გიორგი მელაძის საჯარო ლექცია.

პროექტი „ადგილობრივი მმართველობა გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს მრავალმხრივ დიალოგს ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით. პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით პროექტი მოიცავს კვლევით და კამპანიური შინაარსის ღონისძიებებს. ამავდროულად, ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლების ანალიზს, აღნიშნულ თემატიკაზე ძირითადი პრობლემების გამოკვეთასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A409 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები