ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „ადამიანის უფლების თანამედროვე გამოწვევები და კონფლიქტი უფლებებს შორის“

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში ბესარიონ ბოხაშვილი.

მოდერატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე ვარძელაშვილი.

ლექციის თემა: „ადამიანის უფლების თანამედროვე გამოწვევები და კონფლიქტი უფლებებს შორის“.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: გამოხატვის თავისუფლება და რელიგიური გრძნობები, პირადი ცხოვრება და საქმიანი რეპუტაცია, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკა.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 18 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები