საჯარო ლეცია თემაზე: „ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია“
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.
17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ექიმი-ვეტერინარი დავით ნანობაშვილი წაიკითხავს ამ კურსის მერვე ლექციას თემაზე: ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია“.
ლექციის ძირითადი თემებია:
• ჭიებით ინვაზია – სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• ხორცის მჭამელთა ჭირის ეტიოლოგია;
• ჭირის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია;
• პარვოვირუსული ენტერიტის ეტიოლოგია;
• ენტერიტის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.
ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ
დრო: 17 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.