ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია თემაზე: „თავისუფლების ქარტია, ლუსტრაცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“

ღონისძიებები

4 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „თავისუფლების ქარტია, ლუსტრაცია დასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“.

დისკუსიას გაუძღვებიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი და იურისტი გიორგი ბერაია.

2015 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (სარჩელი №560); დავის საგანი: საქართველოსკანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველპუნქტთან მიმართებით.

დრო: 4 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები