ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია თემაზე: „ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მნიშვნელობა, გამოწვევები და უპირატესობები; ამერიკული და ქართული პრაქტიკის შეფასება”

ღონისძიებები

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამართლის სკოლის ხელშეწყობით და კლუბ „სტუდენტური სასამართლოს“ ორგანიზებით, გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მნიშვნელობა, გამოწვევები და უპირატესობები; ამერიკული და ქართული პრაქტიკის შეფასება”.

დისკუსიას გახსნის ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი, ირაკლი ფორჩხიძე. დისკუსიას გაუძღვებიან: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში, მაიკლ გრანტი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა მოსამართლე, ეკა არეშიძე; აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში, ნატა წნორიაშვილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 22 ოქტომბრის 15:00 საათამდე მოგვწეროთ ელფოსტაზე: lawfaculty@iliauni.edu.ge.

ადგილები შეზღუდულია.

დრო: 23 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები