ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში“

ღონისძიებები

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  B201 აუდიტორიაში მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში“.

მომხსენებლები:

თამარ კორძაია მედიაექსპერტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი;

ნათია კაპანაძე მედიაექსპერტი, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი;

ლაშა ქავთარაძე ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი;

გოგა ჩიფჩიური კონსტიტუციონალისტი.

მოდერატორი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი

ღონისძიებას გახსნის ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი.

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 8 მაისი, 19:00 საათი  

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები