ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია „საქართველო სიძულვილის გარეშე“

ღონისძიებები

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში განსაკუთრებით მომძლავრდა ნაციონალისტური განწყობები, შეიქმნა ფაშისტური, ნეონაცისტური, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები. ისინი აგრესიულად არიან განწყობილნი საზოგადოების ყველა განსხვავებული ჯგუფის მიმართ. ღიად ესხმიან თავს უცხოელებს, ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, ქალთა მოძრაობებს. 

ეს კარგად ორკესტრირებული თავდასხმები მხოლოდ სიძულვილის ენით არ შემოიფარგლება, სოციალური ქსელებიდან ამ ადამიანებმა გადაინაცვლეს ქუჩებში, სადაც აგრძელებენ აგრესიულ ქცევას.
როგორია ქართული ფაშიზმის „ანატომია“, ვინ და როგორ ხვდება ამ ჯგუფებში, რა ამოძრავებთ ახალგაზრდებს, როცა სიძულვილის ჯგუფებს უერთდებიან, რა სიმბოლიკასა თუ სამოსს ატრებენ ისინი? როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა და რა ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს სიძულვილის მომძლავრებულ ნარატივს? სწორედ ამ საკითხებს შეეხება საჯარო დისკუსია.

მომხსენებლები:

აგიტ მირზოევი – უფლებდამცველი, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

გიორგი მარჯანიშვილი – უფლებადამცველი, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

დრო: 3 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები