ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია სამართლის სკოლაში

ღონისძიებები

12 ნოემბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A408 აუდიტორიაში, კურსის - გენდერი და ადამიანის უფლებები - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა უმასპინძლებს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ირმა ალადაშვილს. ქალბატონი ირმა ალადაშვილი ისაუბრებს ოჯახში ძალადობის თემაზე, ფონდის საქმიანობაზე და სერვისებზე, რომელთაც ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აწვდის.

დრო: 12 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A408 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

კურსზე - გენდერი და ადამიანის უფლებები - რეგისტრირებული სტუდენტებისთვის დასწრება სავალდებულოა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები