ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია „სამართალწარმოების პროცესში გენდერული სტატისტიკის გამოყენების მნიშვნელობა“

ღონისძიებები

25 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „სამართალწარმოების პროცესში გენდერული სტატისტიკის გამოყენების მნიშვნელობა“.

დისკუსიას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ქალთა ისტორიის თვისა და #EWMI #PROLOG-ის მხარდაჭერილი პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

ღონისძიებაზე საუბარი შეეხება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ გენდერული სტატისტიკის წარმოების მიმართულებით. განხილული იქნება გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების პრაქტიკა და ამ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევები.

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგების შესახებ და სამართალწარმოების პროცესში გენდერული სტატისტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელის მოხსენება დაეთმობა იურიდიული დახმარების სამსახურში ქალების მიმართვიანობის სტატისტიკის გაცნობასა და იურიდიული დახმარების სამსახურის როლს ქალთა ძალადობისგან დაცვის მიმართულებით.

მომხსენებლები:
⚫ ანა არგანაშვილი –- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
⚫ ცირა გამცემლიძე – იურიდიული დახმარების სამსახური


დრო: 25 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები