![კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/06c59237076fbe0bff1546990908e52b_84206.png)
![ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ია კუპატაძისა და ასისტენტ-პროფესორ ნანა ზაზანაშვილის საჯარო ლექციები](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/0d019e547359cc8f4946b351d8a4f4e9_84099.png)
![„სამაგიდო თამაშების საღამო 2.0” ილიაუნის სტუდენტებისთვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/8a8e66943785249f4964ebeaf535bdd0_84069.png)
საჯარო დისკუსია: პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსის პრეზენტაცია
ღონისძიებები
22 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსი, შემუშავებული საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი მკვლევრების მონაწილეობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, USAID საქართველოსა და HICD-ის მხარდაჭერით.
დეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3nivEKT
პროფესიული გაერთიანება საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა.
დისკუსიის დროს განიხილება მკვლევრისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული პასუხისმგებლობა და მოვალეობები, პროფესიული ქცევის ზოგადი პრინციპები, გამჟღავნების წესები საზოგადოებრივი აზრისა და თვისებრივი კვლევებისთვის, ასევე Edison Research-ის მიერ საქართველოში ჩატარებული ეგზიტპოლები, როგორც მაღალეთიკური კვლევის მაგალითი. მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები.
შეხვედრის მონაცემები
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3CbdtuY
Meeting ID: 829 6668 5058
Passcode: 868897
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 22 ნოემბერი, 17:00-19:00
ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის გამოყენებით; პირდაპირი ტრანსლაცია (ლაივი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე
2021 წელი