ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია: „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში – შეწყალების კონსტიტუციური უფლება"

ღონისძიებები

24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსია თემაზე: „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში – შეწყალების კონსტიტუციური უფლება".

მომხსენებლები:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარი გიორგი ჩიფჩიური, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
მოდერატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ნიკა გურინი.

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 24 დეკემბერი, 15:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები