ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია პარლამენტის ღიაობის საკითხებზე

ღონისძიებები

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები - თამარ კორძაია და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე,არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე, განიხილავენ საქართველოს ღია პარლამენტის 2015- 2016 წლების სამოქმედო გეგმას და საქართველოს პარლამენტის გამოწვევებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის,მოქალაქეების ჩართულობის, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა შემუშავდა პროექტის - ,,ღია მმართველობის  ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" - ფარგლებში, რომელსაც IDFI ახორციელებს 2014 წლიდან.პროექტი დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დასაკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016 წლებზეა გათვლილი და 18 ვალდებულებას მოიცავს მოქალაქეთა ჩართულობის,ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაძლიერების კუთხით.

დრო: 3 დეკემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები