ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია „ოჯახში ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“

ღონისძიებები

დისკუსიაზე საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. განხილური იქნება, თუ როგორია ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბოლო პერიოდის სტატისტიკა.

ღონისძიებაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით გამოვლენილ ტენდენციებსაც განვიხილავთ.

ღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებლები:
ლონდა თოლორაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი

სოფო ჯაფარიძე, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე

მერაბ ქართველიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მოდერატორი: გვანცა ხონელიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი

დრო: 18 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები