ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია „კინო და ქალთა უფლებები“

ღონისძიებები

ბოლო პერიოდში ბევრი ფილმი გადაიღეს გენდერულ თანასწორობაზე, ქალებზე, მათ ბრძოლასა და სოლიდარობაზე, თუმცა კინოინდუსტრია მაინც კაცებით დომინირებულ სფეროდ რჩება, კინოკამერა კი ქალი პერსონაჟების სტერეოტიპულ წარმოჩენას განაგრძობს.

ასახავს თუ არა კინო ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ისმის თუ არა ქალი რეჟისორების ხმა, როგორი კინო სურთ ქალებს – ამ და არა მხოლოდ ამ შეკითხვებზე პასუხების პოვნას შევეცდებით საჯარო დისკუსიაზე კინომცოდნე გოგი გვახარიასთან ერთად და თვალს გადავავლებთ ქალთა უფლებების ისტორიას კინოში.

მომხსენებელი:

გოგი გვახარია, კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

მოდერატორი:
თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

დრო: 23 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია

ბანერები