ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია: „ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიური უსაფრთხოება – პრობლემები და გამოწვევები“

ღონისძიებები

23 აპრილს, 16:00 საათზე, ილაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს არასამთავრობო ორგანიზაციას „ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდი“, რომლის წარმომადგენლებიც ილიაუნის მეცნიერებთან ერთდ წარმოადგენენ პრეზენტაციებს და გამართავენ საჯარო დისკუსიას თემაზე: „ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიური უსაფრთხოება – პრობლემები და გამოწვევები“.

პრეზენტაციებს გამართავენ:

  • არჩილ მარშანია – ექიმი, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდი
  • ანა ლორია – ეკომენეჯმენტის სპეციალისტი, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდი

მოდერატორი: კახა ქარჩხაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წამყვანი მკვლევარი განახლებადი ენერგიების დარგში

შეხვედრაზე განხილული იქნება ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივები, განხორციელებული და დაგეგმილი ეკომეგობრული პროექტები, ის ეკოლოგიური საფრთხეები, რომლებიც ყველასთვის პრობლემას წარმოადგენს, მათი გადაჭრის მეთოდები და მათი კავშირი სუფთა ენერგიის განვითარებასთან, შემოთავაზებული იქნება ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის კონკრეტული, პრაქტიკული და ეფექტური გზები, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ბენეფიტები მოუტანონ როგორც გარემოსა და ეკოლოგიას, ისე ქვეყნის ეკონომიკას.

დრო: 23 აპრილი, სამშაბათი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები