ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“

ღონისძიებები

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვების 21.7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა, როცა ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ საჯარო დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


მომხსნებლები:
ანა არგანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი

ქეთი კალანდაძე, სოციალური მუშაკი

მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი

მოდერატორი: ნანო ლიპარტია, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი


დრო: 14 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები