ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დებატების დასკვნითი ღონისძიება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ხელშეწყობით  18 დეკემბერს 14:00  საათზე,  #101 აუდიტორიაში გაიმართება "საჯარო დებატების" დასკვნითი ღონისძიება, თემაზე: “ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს“ . ის ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.  ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარომადგენლები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენლები საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისის სკოლების წარმომადგენლები.

პროექტის მთავარი მიზანი, არა  მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა, არამედ თვითონ დებატების კულტურის განვითარება და პოპულარიზაციაა. რაც ყველაზე მთავარია მოხდება დებატების პირდაპირი ინტერნეტ ჩვენება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, რაც  მოტივაციას ქმნის, იმისათვის, რომ დებატების კულტურა ყველგან განვითარდეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაში.

დებატებს გამართავენ: თბილისი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მსაჯები კი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ტრენერებთან ერთად  იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატ-კლუბის სტუდენტებიც.

ბანერები