ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დებატები: „უნდა გავყიდოთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწები“

ღონისძიებები


26  ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის  A101 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების ციკლის  მეოთხე შეხვედრა.
დებატები ამჯერად მარტივი კითხვის გარშემო წარიმართება: უნდა გავყიდოთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?

15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესებას. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის საკითხებზე ცვლილებების დაწესებამდე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შეზღუდვა წესდება.

რა ტიპის შეზღუდვებს ისახავს მიზნად ეს კანონპროექტი და რა მოსაზრებები გახდა მისი ინიცირების საბაბი? რა არგუმენტები აქვთ მათ, ვინც  კანონპროექტს ეწინააღმდეგება? – ამ საკითხებზე ისაუბრებენ ჩვენი მომხსენებლები:

ბექა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი

ზურაბ ჭიაბერაშვილი -– საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის ¬ რეგიონები“

დრო: 26 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები