ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დებატები უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ატესტატის ნიშნებით ჩარიცხვის შესახებ

ღონისძიებები

29 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) ილიაუნისთან თანამშრომლობით საჯარო დებატებს გამართავს.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მართავს საჯარო დებატებს. 

ღონისძიება გაიმართება დებატების სკოლის ეგიდით და თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დებატკლუბების მოსწავლეების მონაწილეობით. დებატი წარიმართება განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორიცაა, უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ატესტატის ნიშნებით ჩარიცხვა.  

ილიაუნის დებატების სკოლაში სისტემატური მეცადინეობები მიმდინარეობს. აქ ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში უკვე 60 დებატკლუბი მუშაობს აქტიურად მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა მუდმივი სუპერვიზია და მონიტორინგი მიმდინარეობს. დებატკლუბები აქტიურად ფუნქციონირებს თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭასა და იმერეთში.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

2022 წელი

ბანერები