ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დებატები: ადამიანის სოციალური უფლებები და მისი როლი საქართველოს კონსტიტუციაში

ღონისძიებები

7 აპრილს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის პროექტის - საჯარო დებატების - პირველი შეხვედრა. დებატების სადისკუსიო თემაა ადამიანის სოციალური უფლებები და მათი როლი საქართველოს კონსტიტუციაში.

რას გულისხმობს ადამიანის სოციალური უფლებები და როგორ აისახება საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად? უნდა გაიზარდოს თუ არა მისი როლი კონსტიტუციაში? რა საერთაშორისო ვალდებულებები აქვს საქართველოს სახელმწიფოს მასთან მიმართებით? რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება დაგეგმილ ცვლილებებს კონსტიტუციაში და როგორ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდებიან მომხსენებლები:

  • ვახტანგ ნაცვლიშვილი - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი;
  • გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი.

დებატების მოდერატორი - ფილოსოფოსი თამარ ცხადაძე.

დრო: 7 აპრილი, 19.00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები