ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო და კერძო თანამშრომლობა – PPP საქართველოში

ღონისძიებები

პირველად სტუდენტებისთვის!

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოში დანერგილი ახალი საერთაშორისო ინსტიტუტი – საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP).

2018 წელს მიღებულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი, 2019 წლიდან კი შეიქმნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოც.

რადგან საქართველოში PPP სწორედ განვითარების საწყის ეტაპზეა, მნიშვნელოვანია სტუდენტების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ამ ინსტიტუტის, სააგენტოს გეგმებისა და სამომავლო პროექტების შესახებ.

ამ მიზნით ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ 3 აპრილს, 19:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა, რომელსაც წარმართავენ:

  • ალექსანდრე რევია – სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე;
  • უჩა ძიმისტარიშვილი – იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA-ს პარტნიორი, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი.

დრო: 3 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. წავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია!

ბანერები