ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სადისკუსიო შეხვედრა: აგვისტოს ომი 10 წლის შემდეგ

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 19:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში A101 არასამთავრობო ორგანიზაცია „ASCN ალუმნი ქსელი“ იწვევს სოციალურ/ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და პოლიტიკის მკვლევრებს სადისკუსიო შეხვედრაზე „აგვისტოს ომი ათი წლის შემდეგ“.

შეხვედრაზე განვიხილავთ რუსული აგრესიის ბუნებას „ჰიბრიდული ომის“ ცნების ქვეშ, საქართველოს თავდაცვის სტრატეგიის ეფექტურობის საკითხს და აგვისტოს ომის გარშემო არსებულ სოციალურ დისკურსს.

დისკუსიის თემები:

  • ომის მეხსიერების მოდელები საქართველოში და სტალინის მიერ რედაქტირებული ისტორიის სახელმძღვანელო. აგვისტოს ომის მითოლოგიზაცია ქართულ და რუსულ კინემატოგრაფიაში
    კონსტანტინე ლადარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

  • ჰიბრიდულ ომში ბრძოლის გამოცდილება. ფარული ბრძოლის ფრონტის ხაზი საქართველოში. როგორი იყო ჰიბრიდული ბრძოლის მიმდინარეობა საქართველოში 2008 წლამდე და მის შემდგომ
    სოსო მეზვრიშვილი, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება

  • საქართველოს თავდაცვის სტრატეგია ომამდე და ომის შემდგომ. სტრატეგიის ნაკლები და მათი დაძლევის შესაძლებლობები
    კონსტანტინე ოთხოზორია, ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო გაერთიანება;

მოდერატორი: ანა კირვალიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი

დრო: 22 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018

 

ბანერები