ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სადისკუსიო შეხვედრა

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სადისკუსიო შეხვედრა „შეუძლია თუ არა ქართული ეკონომიკის გამოცოცხლება სწორ მონეტარულ პოლიტიკას?

მონაწილეობენ:

ანდრეა ბუბულა - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი 
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
გიგა ბარბაქაძე - საქართველოს ეროვნული ბანკი 
რეზო საყევარაშვილი - TV იმედის დირექტორი

პრეზენტაციები ჩატარდება ქართულ ენაზე. მონაწილეების პრეზენტაციების შემდეგ დამსწრე აუდიტორიისთვის გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2013 წლის მაჩვენებელი დაღმავალი მიმართულებით მიდის, რაც დღის წესრიგში აყენებს საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეძლოს მთავრობამ ამ ტენდენციის შეჩერება. სწორი მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ბერკეტია ზრდის სტიმულირებისთვის, მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს? რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ იმ ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებიც მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ? - სწორედ ამ და სხვა საკითხებს მიეძღვნება სადისკუსიო შეხვედრა. 

ანდრეა ბუბულა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორია, სადაც იგი ეკონომიკური ანალიზის კურსს კითხულობს; აქვს მდიდარი საექსპერტო გამოცდილება გამოყენებითი ეკონომიკის, მაკროეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. მისი კვლევის სფერო მოიცავს საერთაშორისო სავალუტო ფონდებს და საპროცენტო განაკვეთების სხვაობებს განვითარებად ქვეყნებში. ის მუშაობდა მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში და იყო იელის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების თანამშრომელი. 2008 წელს მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის საპრეზიდენტო ჯილდო საუკეთესო სწავლებისათვის. პროფესორმა ბუბულამ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში, ასევე ფლობს რომის უნივერსიტეტის საპიენზას ბაკალავრისა და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხებს.

პროფესორი ბუბულა თბილისში ჩამოვიდა EWMI G-PAC-ის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ილიას უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. EWMI G-PAC-ს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს „აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტი“ (EWMI).

ბანერები