ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სადიპლომო პროექტი "ჯაზი" – პრეზენტაცია

ღონისძიებები

9 ივლისს, 17.00 საათზე (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32, „ა“ კორპუსი, 101 – ე აუდიტორია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი მართავს უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 2011 წლის კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტ „ჯაზის“ პრეზენტაციას.

პროექტში გაერთიანებულია ოთხი სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების ნამუშევრები:

კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ქსოვილის დიზაინი, საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი), მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და ვიტრაჟი.

ყველა ამ სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრებს ერთი კონცეფცია აერთიანებს. თეორიული პროექტის განმსაზღვრელი იყო ვიზუალური მიმართულება, სტუდენტებმა კი მათი დარგებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით გაშალეს საერთო კონცეფცია. 

ინტეგრირებული დიპლომების შემუშავება ხელს უწყობს სხვადასხვა სახელოვნებო დარგის სტუდენტთა თანამშრომლობას, რაც თავისთავად ეხმარება საერთო კონცეფციის უკეთ წარმოჩენას.

ბანერები