ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სადიპლომო პროექტების პრეზენტაცია

ღონისძიებები

შაბათს, 21 დეკემბერს, 15:00  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (B კორპუსი, ოთახი 202) გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით: „ANIMAL  PLANET”. პროექტს წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის მილევადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლების ხუთ სპეციალობაში ერთიანდებიან:

•    დაზგური ფერწერა
•    საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი)
•    კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა
•    ინტერიერის, ექსტერიერის, მონუმენტური მოხატვის, კერამიკისა და ვიტრაჟის ხელოვნება.
•    ძეგლთა და ცვა და რეაბილიტაცია (ნაგებობები, ხატწერა, ქვის, ხისა და ლითონის დამუშავება) 

ყველა კურსდამთავრებულმა შეასრულა ინდივიდუალური ნამუშევარი იმ კომპოზიციასა და მასალაში, რომელიც გათვალისწინებული იყო შესაბამის პროგრამაში. ეს ნამუშევრები გაერთიანებულია საერთო კონცეფციით და ერთიანი კომპოზიციით.

პროექტის შექმნის იდეა მომდინარეობს დღევანდელი რეალობიდან - ტექნიკური პროგრესის პირობებში ადამიანის მიერ მაქსიმალური კომფორტის ძიებისას საფრთხის წინაშე დადგა  ჩვენი პლანეტის ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება. Homo sapiens -ის გაუაზრებელი ქმედებით გადაშენდა ცხოველთა უამრავი სახეობა და კიდევ ბევრს ემუქრება გაქრობა, ეს კი საბოლოოდ ჩვენივე განადგურების საწინდარია.
პროექტით  „ANIMAL  PLANET” სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების დიპლომანტები შეეცადნენ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ კაცობრიობისთვის იმ უხილავი ჯაჭვის არსებობა, რომელიც ჩვენ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ არსებას აკავშირებს ერთმანეთთან. სამყარო მთლიანი ორგანიზმია, სადაც ყველას, თუნდაც ყველაზე პატარა არსებასაც, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ისინი, თუნდაც იმიტომ, რათა თავად მისი არსებობა ამ პლანეტაზე არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ბანერები