ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"სადაზღვევო საქმე" - პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

4 მაისს, 13.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (მის.: უნივერსიტეტის ქ. 2) გაიმართება პრეზენტაცია ახალი სამაგისტრო პროგრამისა - სადაზღვევო საქმე.

სადაზღვევო საქმე - ბიზნესის ფაკულტეტის ინოვაციური, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამაა.

მისი მიზანია დაზღვევის მენეჯერების მომზადება, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო პროგრამის მეშვეობით დაეუფლონ დაზღვევის კომპეტენციების მთელ სპექტრს, შეძლონ სადაზღვევო საქმის ურთულესი, კონცეპტუალური პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტა, განივითარონ და გაიღრმაონ დაზღვევის სფეროს მართვისათვის აუცილებელი ისეთი სპეციფიკური ცოდნა და უნარები, როგორიცაა: სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის აქტუალური აღრიცხვა, ანდერაითინგი, დაზღვევა და რისკის მართვა, სადაზღვევო ორგანიზაციის მართვა და სხვა.

ბანერები