ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

11 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით გაიმართება სადაზღვევი კომპანია „ალდაგის“ დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა.

„ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი ანა სურმანიძე დამსწრეთ გააცნობს დეტალურ ინფორმაციას სააგეტო ქსელში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობებზე, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივაზე, ასევე სამუშაო საათებზე, რომელიც მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე.

დრო: 11 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები