ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საცდელი ნომერი“ - უმბერტო ეკოს რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „დიოგენე“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ უმბერტო ეკოს რომანის პრეზენტაციაზე.

„საცდელი ნომერი“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) ბოლო რომანია, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა.

მილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას, რომელიც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას. ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი, ჟურნალისტის მკვლელობა, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია...

წიგნი დარეჯან კიკოლიაშვილმა თარგმნა და გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა სერიით ET CETERA.

წიგნს მთარგმნელი დარეჯან კიკოლიაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი ნოდარ ლადარია წარადგენენ.

დრო: 15 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები