ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საბუნებისმეტყველო მოდული – ილიაუნის STEM-აკადემია

ღონისძიებები

4 ივლისს, 19:00 საათზე, E207 აუდიტორიაში STEM- აკადემიის ფარგლებში გაიმართება საბუნებისმეტყველო მოდულის საჯარო ლექციები.

  • გადავცემთ თუ არა ჩვენს ცხოვრებაში შეძენილ ინფორმაციას ჩვენს შვილებს გენეტიკურად

რევაზ სოლომონია  – პროფესორი მოლეკულური ბიომეცნიერებების მიმართულებით, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

  • რა ინფორმაციას გადავცემთ ჩვენს შვილებს გენეტიკურად?
  • გადაეცემა თუ არა დასწავლილი ქცევები და შეძენილი ინფორმაცია გენეტიკურად?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხი იქნება მომხსენებლის საუბრის თემა.

  • რა არის ვერცხლისწყალი

ქეთევან კუპატაძე  –  პროფესორი ქიმია/ბიოქიმიის მიმართულებით

მომხსენებელი ისაუბრებს ვერცხლისწყალზე, როგორც ალქიმიკოსების ინტერესის საგანზე, ძველ დროსა და შუა საუკუნეებში. შემოგვთავაზებს ქიმიკოსი მეფე ვახტანგ VI-ის შეხედულებას აღნიშნულ ლითონზე. დამსწრე საზოგადოება მიიღებს პასუხს შემდეგ კითხვებზე:

  • რატომ უწოდეს ამ ლითონს ვერცხლისწყალი?
  • როგორია მისი ქიმიური სამყარო?
  • რატომ არის საინტერესო ვერცხლისწყალი XXI საუკუნეში და რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას გარემოზე?
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და განათლება

მარიკა კაპანაძე – პროფესორი განათლების მიმართულებით, კვლევითი ცენტრის SALiS ხელმძღვანელი

რატომ არის მნიშვნელოვანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება და სწავლა. როგორ უნდა ისწავლებოდეს აღნიშნული მეცნიერებები სკოლაში და რა გზებით შეიძლება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა – სწორედ ამ თემებზე ისაუბრებს მომხსენებელი თავის ბლოკში.

დრო:  4 ივლისს, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)

დასწრება თავისუფალია.

დეტალური ინფორმაცია STEM აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/NnscfG

 2018

ბანერები