ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების განათლება

ღონისძიებები

7 ოქტომბერს, ორშაბათს, 17.00 საათზე G 106 აუდიტორიაში გაიამრთება საჯარო ლექცია თემაზე: „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების განათლება: საჭიროებები და მიდგომები“. მომხსენებლები: დოქტორი რახელ მამლოკ-ნაამანი და პროფესორი რონ ნაამანი.

რახელ მამლოკ-ნაამანი არის ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მასწავლებელთა ცენტრის ხელმძღვანელი,  ხოლო  რონ ნაამანი არის ამავე ინსტიტუტის ქიმიური ფიზიკის განყოფილების პროფესორი. ორივე მეცნიერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის მიერ  მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის PROFILES -ის ფარგლებში სტუმრობს. ისინი ასევე ჩაატარებენ ვორქშოფს პროექტის მონაწილე მასწავლებლებთან 6 ოქტომბერს, ხოლო 5 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო პიკნიკში.

ბანერები