ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის პრეზენტაცია

ღონისძიებები

1 დეკემბერს, 12.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის პრეზენტაცია და ღია კარის დღე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ბუნებისმეტყველების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის პედაგოგებისთვის.

მისამართი: გ. წერეთლის ქუჩა 1, კორპუსი G, მე-5 სართული, SALiS ლაბორატორია. (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა TEMPUS - ის პროექტი SALiS, რომლის მიზანია სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიურად სწავლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ევროპელი (ირლანდია, გერმანია,ბულგარეთი) და სხვა პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, ისრაელი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში შეიქმნა თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი SALiS ლაბორატორია, რომელშიც ტარდება სალექციო კურსები უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალობის სტუდენტებისთვის. ლაბორატორია მუშაობს  მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მიმართულებითაც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ მომზადდა და აკრედიტაცია გაიარამა სწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგმა მოდულებმა:

- აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში მე-7 კლასი, ინტეგრირებული კურსი (2 კრედიტი)
- აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში, დაწყებითი საფეხური (2 კრედიტი)
- აქტიური სწავლება ფიზიკაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2 კრედიტი)
- აქტიური სწავლება ქიმიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2 კრედიტი)
- აქტიური სწავლება ბიოლოგიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2 კრედიტი)

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება  ძირითადი პრიორიტეტები, რასაც ეფუძნება ეს ხუთი მოდული, სტუმრები გაეცნობიან ლაბორატორიის მუშაობას და ხელსაწყოებს.

 

ბანერები