ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საბანკო სესხების და ანაბრების რეიტინგი

ღონისძიებები

1 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106 აუდიტორია, გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული საქართველოს საბანკო სისტემის კვლევის პრეზენტაცია. კვლევა ძირითადად ფოკუსირებული იყო ორ საბანკო პროდუქტზე - ანაბრებსა და სესხებზე. კვლევის ვრცელი ვერსია 186 გვერდისაგან შედგება და მასში  სრულყოფილად არის წარმოდგენილი საქართველოს საბანკო სივრცეში მოქმედი თითქმის ყველა ტიპის სესხი და ანაბარი, თუმცა საპრეზენტაციო ვერსიაში ყურადღება მახვილდება განსაკუთრებულად მოთხოვნად მიმართულებებზე. ამასთან, საპრეზენტაციო ვერსია ფოკუსირებულია სტანდარტულ პროდუქტებზე და არა სპეციალურ პაკეტებზე.

კვლევის საპრეზენტაციო ნაწილში ერთმანეთს შედარებულია კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შემდეგი კატეგორიები: ვადიანი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო ანაბარი, იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, სესხი მცირე ბიზნესისათვის, ოვერდრაფტი).

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა და შედარებულ იქნა თხუთმეტი კომერციული ბანკის პროდუქტები: ვითიბი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი ქართუ, ბანკი რესპუბლიკა, ინვესტბანკი, ბანკი კონსტანტა, ხალიკ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროგრეს ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი, პრივატ ბანკი, ბაზისბანკი, BTA ბანკი.

„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები