ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია

ღონისძიებები

15 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით გაიმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს ელექტრონული არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიებს ელექტრონული არჩევნების შესახებ მონაწილე მხარეთა ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე მათი ინფორმირებისთვის აპარატების უპირატესობათა, უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების თაობაზე.

შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინფორმაციას საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, დააკვირდნენ საარჩევნო ტექნოლოგიების (აპარატების) დემონსტრირებას და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში.

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/bywMeKkeJV4oghja6

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

2023 წელი

ბანერები