ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რუსუდან მირცხულავას წიგნის „მითოლოგიური ლაბირინთი" პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფსიქოლოგიის დოქტორ რუსუდან მირცხულავას წიგნის „მითოლოგიური ლაბირინთი" პრეზენტაცია.

ნაშრომი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკითხებს მოიცავს. მასში განხილულია მითოლოგიური თემები და არქეტიპული ხატ-წარმოდგენები, რომლებიც დაკავშირებულია ძირეულ ფსიქოსოციალურ ფენომენთან. ავტორი ფსიქოლოგიური მეცნიერების ჭრილში განიხილავს იგავს ამურისა და ფსიქეას შესახებ. ასევე წარმოდგენილია დიონისეს, აპოლონისა და ორფევსის მითიური სახეები.

წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, განსაკუთრებით ხელოვნების ფსიქოლოგიის, მითოლოგიისა და რელიგიის ისტორიის საკითხებით დაინტერესებულთათვის.

დრო: 25 იანვარს, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი საგამოფენო დარბაზი (ლ. გუდიაშვილის ქ. N7).

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები