ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" შედგება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევრაზიულობის თეორია დასაქართველო“ - ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

თინათინ ბოლქვაძე: "ენობრივი კავშირი: ევრაზიულობის თეორიის გეოლინგვისტური პრობლემები"

მონოგრაფიაში გამოყენებულია ევრაზიული თეორიის ფუძემდებელთა და მიმდევართა საარქივო მასალები, რომლებიც მოძიებულია პრაღაში, პარიზის ტურგენევის სახელობის რუსულ ბიბლიოთეკაში, ნანტერის უნივერსიტეტისთანამედროვე საერთაშორისო დოკუმენტების ბიბლიოთეკასა და თანამედროვე ისტორიის მუზეუმში; აგრეთვე შესწავლილია რომან იაკობსონის არქივი, რომელიც ინახება მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის არქივებისა და სპეციალური კოლექციების ინსტიტუტში. ნაშრომში დაწვრილებით არის მიმოხილული, როგორ განვითარდა ენობრივი კავშირის იდეა საბჭოთა ენათმეცნიერებაში, რა გზა გაიარა მან სტრუქტურალიზმის კრიტიკიდანთანამედროვე ნოსტრატულ თეორიამდე.

გრიგოლ ჯოხაძე: "ევრაზიული საცდური: ისტორიულ-პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები"

მონოგრაფიაში დაწვრილებით არის მიმოხილული თითქმის ყველა წყარო და მასშტაბური სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაც დაეფუძნა კლასიკურ ევრაზიულობაზე გამოთქმულ მეტ-ნაკლებად სარწმუნო დებულებათა კორპუსი;გამოყენებულია ქართული სამეცნიერო მიმოქცევისათვის უცნობი მასალა (წიგნები, პერიოდული გამოცემები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა...), რომელსაც ავტორმა უცხოურ წიგნსაცავებში მიაკვლია.

პროექტისა და მონოგრაფიების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 23 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები